პოლიტიკა
პარლამენტი ემსაგვსება დახურული ტიპის ორგანიზაციას, სადაც დეპუტატს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ ეძლევა - ირმა ინაშვილი
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრის ირმა ინაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი დაემსგავსა დახურული ტიპის ორგანიზაციას, სადაც დეპუტატს საშუალება არ აქვს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდეს, გააკეთოს პოლიტიკური განცხადებ“.
როგორც ვიცე-სპიკერმა მედიასთან საუბარში განმარტა, იმისათვის, რომ დეპუტატმა პლენარლ სხდომაზე შეძლოს განცხადების გაკეთება, მან სამდივნოში, სიაში უნდა ჩაეწეროს.
თუმცა, ინაშვილის თქმით, სიაში ჩაწერა შეუძლებელი ხდება, რადგან ჩასაწერად მისულებს ეუბნებიან, რომ ყველა ადგილი შევსებულია.
„უმრავლესობა იკავებს ამ ადგილებს და შენ რომ მიდიხარ კანონით გათვალისწინებულ ვადაში სხდომის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, გეუბნებიან, რომ შენ სამწუთიან განცხადებას ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ სია უკვე შევსებულია. პარლამენტის ახალგაზრდა თავმჯდომარეს უნდა შევახსენო, პარლამენტის ბიუროსაც და პარლამენტის ყველა წევრსაც, რომ პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც დეპუტატები უნდა საუბრობდნენ ხალხისთვის საჭირბორტო საკითხებზე. არავის არ აქვს უფლება მე შემიზღუდოს ეს თავისუფლება და ჩემი უფლება-მოვალეობის განხორციელებაში შემიშალოს ხელი“,-აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, განცხადებებისათვის პარლამენტის წევრები დღის წესრიგის დამტკიცებამდე პირადად ეწერებიან განმცხადებელთა სიაში, რომელიც დგება სხდომის სამდივნოში და წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს. პარლამენტის წევრს ასევე უფლება აქვს, პირადად ჩაეწეროს განმცხადებელთა სიაში განცხადებების მიმდინარეობისას. გამომსვლელთა თანამიმდევრობა განისაზღვრება განმცხადებელთა სიაში ჩაწერის რიგითობის მიხედვით. გამომსვლელთა რიგითობის დაცვა სავალდებულოა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


