პოლიტიკა
პარლამენტი დღეს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელებს
პარლამენტის სხდომაზე დღეს საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ.
პლენარული სესია 12:00 საათისთვისაა ჩანიშნული.
„პლენარული სხდომა შემდეგი პროცედურებით ჩატარდება: თავდაპირველად, პარლამენტს მიმართავს პრემიერ-მინისტრი და შემდგომ იქნება მისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა. ამის შემდეგ, პრემიერი კითხვებს გასცემს პასუხს და პარლამენტის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, დააზუსტონ კითხვები.
ამის შემდეგ დაიწყება პარლამენტის წევრთა გამოსვლები, ფრაქციების გამოსვლები, უმცირესობა, უმრავლესობა და ეს პროცედურა დასრულდება პრემიერის დასკვნითი სიტყვით, რის შემდეგაც ჩატარდება კენჭისყრა. პარლამენტი კენჭს უყრის ნდობის გამოცხადების საკითხს. იმისთვის, რომ მთავრობის ახალმა შემადგენლობამ ნდობა მიიღოს, საჭიროა, პარლამენტის შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. ამით დასრულდება ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურები“- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა.
საქართველოს პარლამენტში გუშინ მთავრობის წევრობის კანდიდატებს მოუსმინეს.
ხუთი კომიტეტის, კერძოდ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებში იუსტიციის, შინაგან საქმეთა, თავდაცვის მოქმედ მინისტრებს, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მოქმედ სახელმწიფო მინისტრს მოუსმინეს.
აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მოქმედ მინისტრებს, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებმა განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მოქმედ მინისტრს მოუსმინეს.
მეორე გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები საგარეო საქმეთა მოქმედ მინისტრს მოუსმინეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაასახელა, რომლშიც სამი ახალი სახეა – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად გიორგი ქობულია; ფინანსთა მინისტრად ივანე მაჭავარიანი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


