პოლიტიკა
პარლამენტი ახალ სახალხო დამცველს, სავარაუდოდ, ნოემბერში აირჩევს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, პარლამენტი ახალ სახალხო დამცველს, სავარაუდოდ, ნოემბერში აირჩევს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდში სახალხო დამცველის კანდიდატურის შესახებ აქტიური კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა.
„ჯერჯერობით აქტიური კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა. კონსულტაციები უახლოეს დღეებში დაიწყება და ნოემბრის ბოლოსთვის უკვე დასახელდება კანდიდატი. სავარაუდოდ, უკვე ნოემბრის თვეში იქნება არჩეული ახალი სახალხო დამცველი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა საუბარი თამარ ქალდანის კანდიდატურაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამის შესახებ ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვის.
„ვერაფერს ვერ გეტყვით ამ ეტაპზე. რაც შეეხება ქალბატონ თამარ ქალდანს, მე მას დიდ პატივს ვცემ, ის იქნებოდა ძალიან კარგი სახალხო დამცველი, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჯერჯერობით აქტიური კონსულტაციები ამ საკითხზე არ გვქონია მმართველ გუნდში. უახლოეს დღეებში დაიწყება კონსულტაციები და სავარაუდოდ, ნოემბრის თვეში პარლამენტი აირჩევს სახალხო დამცველს“,- აღნიშნა კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


