უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 ივნისი, 2017 14:05
font-size

პარიზის შეთანხმება საქართველოსთვის ძალაშია - გარემოს დაცვის სამინისტრო

2017 წელს ჩვენი ქვეყანა ოფიციალურად შეუერთდა პარიზის შეთანხმებას, რომელიც საქართველოსთვის ძალაში შევიდა 7 ივნისიდან.

როგორც საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, პარიზის შეთანხმება
უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რადგან მან გარდატეხა მოახდინა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პროცესში.

,,2015 წლის 12 დეკემბერს პარიზის შეთანხმებაზე ხელმოწერით 195-მა ქვეყანამ პირველად აიღო ვალდებულება, რომ, ეკონომიკური განვითარების პარალელურად, შეამციროს კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის გაზების გაფრქვევები და დაბალემისიიანი განვითარების გზით შეინარჩუნოს საშუალო წლიური გლობალური ტემპერატურის ზრდა 2oC-ის ფარგლებში.

ამის გარეშე შეუძლებელი იქნება კლიმატის ცვლილების ისეთი უარყოფითი შედეგების შეჩერება, როგორებიცაა წყალდიდობები, მეწყერები, ზღვის დონის მატება, შტორმები, სანაპიროების წარეცხვა, მყინვარების დნობა, მტკნარი წყლის მარაგის შემცირება, გაუდაბნოების პროცესები, მოსავლიანი მიწების დეგრადაცია, ტყის საფარის შემცირება, ნალექების გახშირება, გვალვები, ზოგ ადგილებში პირიქით აცივება, ინფრასტრუქტურის დაზიანება და ადამიანური მსხვერპლი.

პარიზის შეთანხმება საშუალებას იძლევა, თანამედროვე ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების გამოყენებით დიდმა და პატარა, განვითარებულმა და განვითარებადმა ქვეყნებმა ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას, ენერგოუსაფრთხოებას, კონკურენტუნარიან წარმოებასა და მსოფლიოს მდგრად განვითარებას.

პარიზის შეთანხმების ეფექტური და თანმიმდევრული განხორციელების მიზნით საქართველოს მზად აქვს „ეროვნულად განსაზღვრული წვლილის“ დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ქვეყნის ხედვა სათბურის გაზების გაფრქვევების შემცირებისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის მიმართულებით. კერძოდ, საქართველო გეგმავს, რომ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორიდან 2030 წლამდე ეტაპობრივად შეამციროს სათბურის გაზების გაფრქვევა 15-25%-ით. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ენერგეტიკის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და ნარჩენების მართვის სექტორებში თანამედროვე კლიმატ-გონივრული ტექნოლოგიების დანერგვას, მდინარეების კალაპოტებსა თუ შავი ზღვის სანაპირო ზოლში ნაპირდაცვითი ღონისძიებების განხორციელებას, მაღალმთიან რეგიონებში წყალმოვარდნებისა და ღვარცოფების რისკის შემცირებას, აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლას და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის დაცვას’’, - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი