უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

12 აპრილი, 2017 13:45
font-size

პარალელური ძალოვანი უკონტროლო სამსახური ჩვენ არ გვინდა - შალვა ხუციშვილი

დროებითი მოთავსების იზოლატორებში რაიმე სახის ფიზიკური ზეწოლაზე ან რაიმე არასათანადო მოპყრობაზე საუბარი არ არის, - ასე ეხმაურება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი სახალხო დამცველს, რომელიც ანგარიშში ასეთი ფაქტების მატებაზე საუბრობს.

ამასთან, შს მინისტრის მოადგილე არ იზიარებს ომბუდსმენის იდეას ალტერნატიული საგამოძიებო ორგანოს შექმნასთან დაკავშირებით.

ხუციშვილი მიიჩნევს, რომ ერთეული შემთხვევების გამო, არ უნდა მოხდეს სისტემის დისკრედიტაცია.

,,ჩვენ გამოვრიცხავთ, რომ ეს არის სისტემური პრობლემა. ერთეული შემთხვევები, რაზეც იყო საჩივრები, შესწავლილია და უმეტესზე პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას. რაღაც ნაწილზე, უბრალოდ არასწორი დასკვნებია გაკეთებული.

ცალსახად აზრს არ ვიზიარებთ. დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი; ეს არის დამოუკიდებელი გამოძიება, მაგრამ ისეთად, როგორც იყო წარმოდგენილი, რომ უნდა შექმნილიყო პარალელური უწყება, რომელსაც არავინ არ გააკონტროლებდა, ჩვენ არ ვემხრობით. პარალელური ძალოვანი უკონტროლო სამსახური ჩვენ არ გვინდა, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ ეს შეიძლება გარკვეული ფორმით გაუმჯობესდეს, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით’’, - განუცხადა ჟურნალისტებს შალვა ხუციშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი