სამართალი
ასეთი წაყრუება სამწუხაროდ ხელს უწყობს დაუსჯელობის სინდრომის შენარჩუნებას ქვეყანაში - უჩა ნანუაშვილი
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა განახლდა.
ანგარიშში უჩა ნანუაშვილმა ყურადღება გაამახვილა პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე, არაეფექტურ გამოძიებებსა და ეფექტური საგამოძიებო ორგანოს შექმნის აუცილებლობის საკითხზე.
,,პროცენტულად გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც დაზიანებები აღენიშნებოდათ სხეულზე. ასეთ პირთა რაოდენობა 12 პროცენტით არის გაზრდილი წინა წლებთან შედარებით, ისევე, როგორც არის გაზრდილი იმ დაკავებულთა რაოდენობა, რომელთაც ჰქონდათ პრეტენზია კონკრეტული პოლიციელების მისამართით. ეს მონაცემებიც 12,9%-ით არის გაზრდილი. ეს ტენდენცია არსებობს, როდესაც ძალის გადამეტებას აქვს ადგილი, მათ შორის დაკავების დროს და ასეთ ფაქტებზე რეაგიარება არ ხდება.
სწორედ ასეთი წაყრუება სამწუხაროდ ხელს უწყობს დაუსჯელობის სინდრომის შენარჩუნებას ქვეყანაში.
უნდა არსებობდეს ქვეყანაში დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც სწoრედ მსგავს ფაქტებს გამოიძიებს’’, - განუცხადა ჟურნალისტებს უჩა ნანუაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


