სამართალი
პაატა ბურჭულაძის შვილი გამოკითხვაზეა დაბარებული
პაატა ბურჭულაძის შვილი, ალექსანდრე ბურჭულაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა დაბარებული.
საქმე ეხება ინტერნეტ-მაღაზია ,,ირისის“ მფლობელების, ალექსანდრე და შუქრი ბურჭულაძეების საქართველოს მთავარ პროკურატურაში 5 თებერვალს შეტანილ განცხადებას, სავარაუდოდ, კიბერდანაშაულთან დაკავშირებით.
ალექსანდრე ბურჭულაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, უცნობი პირი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ტელეფონში შეღწევას ცდილობდა.
,,მიტანილი იქნება გამოძიებასთან ის მობილური ტელეფონი და ყველა ის მტკიცებულება, რომელიც გარკვეულწილად შემხებლობაშია ამ კიბერნეტიკულ შეტევასთან. ბატონი ალექსანდრე გამოძიებას დეტალურად მიაწოდებს იმ ინფორმაციებს იმ ქმედებების შესახებ, რაც განხორციელდა მისი ტელფონით მისგან დამოუკიდებლად“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
თავის მხრივ, ალექსანდრე ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლო კიბერდანაშაული უკავშირდებოდეს მისი მამის საწინააღმდეგო კამპანიას.
,,ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს პაატა ბურჭულაძეზე მიზანმიმართული კამპანია. ასევე, შესაძლებელია, რომ ეს უკავშირდებოდეს ჩემს ბიზნეს საქმიანობასაც“, - აცხადებს ალექსაბდრე ბურჭულაძე.
ნინო ექვთიმიშილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


