სამართალი
პაატა ბურჭულაძის სარჩელი, რომლითაც ის კობა დავითაშვილს უჩივის, თბილისის საქალაქო სასამართლოს არსებით განხილვაში გადაეცა
პაატა ბურჭულაძის სარჩელზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა გაიმართა.
სარჩელი, რომლითაც ის კობა დავითაშვილს უჩივის, თბილისის საქალაქო სასამართლოს არსებით განხილვაში გადაეცა.
პაატა ბურჭულაძე კობა დავითაშვილს ცილისმწამებლური განცხადებებისთვის უჩივის.
საუბარია განცხადებაზე, რომელიც დავითაშვილმა სხვადასხვა მედიასაშუალებებში გააკეთა და ბურჭულაძეს ფონდ „იავნანაში“ საქველმოქმედო მიზნებით შემოსული თანხების მოპარვაში ადანაშაულებს.
სარჩელის მიხედვით, კობა დავითაშვილის ადვოკატი ითხოვს, ცილისმწამებლური ცნობების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას 25 000 ლარის სახით, რაც მათი თქმით, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს გადაერიცხებათ.
„იმედი გვაქვს, სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუხებელია. არავის აქვს უფლება, ადამიანს ცილი დასწამოს და დაარღვიოს უდანაშაულობის პრეზუმფცია. ის, რომ ბატონი კობა დავითაშვილის განცხადებები არის ცილისწამება, ცხადია და არის ნაწილი იმ პიარკამპანიის, რაც ორი წელია, პაატა ბურჭულაძისა და ფონდის წინააღმდეგ მიმდინარეობს“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა მარიამ ჩიქოვანმა.
საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 თებერვალს დაიწყება.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


