სამართალი
პაატა ბურჭულაძეს სასამართლოში გამოცხადების ვალდებულება აქვს და ეს ნებაყოფლობითი არ არის - მამუკა ვასაძე
მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, მამუკა ვასაძის განცხადებით, ფონდ „იავნანას“ საქმიანობასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები და პაატა ბურჭულაძე ვალდებულია სასამართლოს წინაშე წარდგეს.
როგორც ვასაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საგამოძიებო ორგანოში ამბობენ, რომ საქმეზე პაატა ბურჭულაძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება ჯერჯერობით ნაადრევია.
„ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებით ფულის გაფლანგვის მუხლით გამოძიება მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ბურჭულაძე საჯარო განცხადებებში უარს აცხადებდა საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებაზე. კანონმდებლობის სრული დაცვით განხორცილდება მისი სასამართლში გამოკითხვა. სასამართლოში გამოცხადების ვალდებულება აქვს და ეს ნებაყოფლობითი არ არის. საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება კი ნებაყოფლობითია, ამიტომ იგი ვალდებულია სასამართლოში გამოცხადდეს.
გამოძიება ფულის გაფლანგვის მუხლით მიმდინარეობს და არ არის აუცილებელი კერძო პირის მომართვა ან რაიმე განსაკუთრებული მტკიცებულებები პირის მოწმის სახით გამოკითხვასთან დაკავშირებით.
როგორც მოგეხსენებათ, პაატა ბურჭლაძე ამ ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელია და არსებობს კითხვები ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებით და თავად მოწმის სახით არის დაბარებული.
პასუხისმგებლობის საკითხზე კომენტარი და პროგნოზირება ამ ეტაპისთვის არ იქნება სერიოზული “,- განაცხადა მამუკა ვასაძემ.
ცნობისათვის, მთავარმა პროკურატურამ პაატა ბურჭულაძე გამოკითხვაზე 13 დეკემბრისთვის დაიბარა. ბურჭულაძე ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და დაკითხვას დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში, მოსამართლის წინაშე ითხოვს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


