სამართალი
პაატა ბურჭულაძე მის გამოკითხვას მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს
პაატა ბურჭულაძე, რომელიც ფონდ "იავნანადან" თანხების გაფლანგვის საქმეზე პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვაზეა დაბარებული, ხვალ საგამოძიებო უწყებაში არ გამოცხადდება.
ბურჭულაძე გამოკითხვას მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს.
მისი ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის განმარტებით, ბურჭულაძე გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის, თუმცა დატვირთული გრაფიკის გამო, საქართველოში ჩამოსვლას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.
„ბატონი პაატა მზად არის მისცეს ჩვენება, ოღონდ ამ ჩვენებას მისცემს სასამართლოში. ინფორმირებულია პროკურატურა ამის შესახებ, მაგრამ კონკრეტულად რომელ დღეს მისცემს სასამართლოში ჩვენებას, ეს უკვე არის შეთანხმების საგანი და რამდენიმე დღეში ეს შეთანხმებაც მოხდება. რასაკვირველია, არის თანამშრომლობა საგამოძიებო ორგანოსთან, ოღონდ ეს არის სასამართლოს გზით.
მას აქვს კონცერტები, როგორც ვიცი, ჯერ პეტერბურგში და შემდეგ მონტე-კარლოში. ფაქტობრივად, ამის შემდეგ, ის იქნება თავისუფალი და ეს იქნება ან დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში,“ - განმარტა სოსო ბარათაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


