სამართალი
პაატა ბურჭულაძე ფონდ ,,იავნანას“ საქმეზე“: მე ამას ბოლომდე მივიყვან, საერთაშორისო ექსპერტებს ჩამოვიყვან
თუ მე ამას მიკეთებენ, მთელ საქართველოს უკვე პატრონი არ ჰყავს, რადგან საქართველოში აღარავინ არის დაცული,- განუცხადა ჟურნალისტებს პაატა ბურჭულაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით საქველმოქმედო ფონდ "იავნანაში" დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე გამოკითხეს.
ბურჭულაძის თქმით, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ის საქმეში საერთაშორისო ექსპერტებს ჩართავს.
„ეს იყო კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ბნელ ოთახში ეძებენ შავ კატას. ძალიან ვწუხვარ, რომ ის შავი კატა იმ ოთახში არ ასებობს. ეძებენ იმ საქმეს, რომელიც არ არსებობს, რაც ძალიან სამწუხაროა. წინაზე თუ ვთხოვდი, რომ რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო ეს საქმე, დღეს მე განვუცხადე პროკურორსა და გამომძიებელს, რომ უკვე აღარ არის საჭირო სიჩქარე, აკეთეთ ნელა იმიტომ, რომ რაც შეგეძლოთ უკვე თქვენ ფონდს და საქართველოს რეპუტაციას ავნეთ. ასევე მავნეთ მე ისე, რომ თქვენი საქმე ფრიადზეა შესრულებული. ახლა შეუძლიათ, გინდ შეწყვიტონ და გინდ - გააგრძელონ. თუ მე ამას მიკეთებენ, მთელ საქართველოს უკვე პატრონი არ ჰყავს, იმიტომ რომ საქართველოში აღარავინ არის დაცული. ერთ პირობას ვიძლევი, რომ მე ამას ბოლომდე მივიყვან, საერთაშორისო ექსპერტებს ჩამოვიყვან, აქ დავადებინებთ დასკვნას და ამ საქმეს, ყველაფერს რაც კი უსამართლობაა, ჩვენ აღმოვფხვრით. ამის პირობას ვდებ",- განაცხადა ბურჭულაძემ.
ცნობისთვის, ფონდ „იავნანას“ ყოფილ ხელმძღვანელს დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე კითხავდნენ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


