პოლიტიკა
`ოცნების` მცდელობა, ეუთოს გენმდივნის ვიზიტი მათ აღიარებად წარმოაჩინოს, კომიკურია - სალომე სამადაშვილი
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ "ოცნების" მცდელობა, ეუთოს გენმდივნის ვიზიტი მათ აღიარებად წარმოაჩინოს, კომიკურია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი განმარტავს, რომ ეუთოს მანდატი ყველა წევრ სახელმწიფოსთან მუშაობას წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რა ტიპის რეჟიმი მართავს მას.
„კომიკურად გამოიყურება მაკა ბოჭორიშვილის და "ქართული ოცნების" უბადრუკი მცდელობა, რომ ეუთოს გენმდივნის ვიზიტი გამოაჩინონ როგორც რაღაც ტიპის აღიარება მათი ხელისუფლების, იმიტომ, რომ საზოგადოებას განვუმარტავ, ეუთოს მანდატი არის ყველა წევრ სახელმწიფოსთან იმუშაოს მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის რეჟიმი მართავს ამ ქვეყანას და იგივე ადამიანი, ეუთოს გენმდივანი მოსკოვშიც იყო ჩასული სულ რამდენიმე კვირის წინ.
როდესაც შეთანხმება მოხდება ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, მერე ყველაფერი შეიძლება, მათ შორის, დიალოგი ეუთოს რეკომენდაციები როგორ უნდა შესრულდეს და როგორ უნდა მოვემზადოთ ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. მანამდე ვერც ეუთოს გენმდივანი, ვერც ვერავინ სხვა ვერანაირ პროცესს საქართველოში ვერ დაძრავს,“ - ამბობს სამადაშვილი.
საქართველოში, დღეს, ოფიციალური ვიზიტით ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ ჩამოვიდა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


