უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 იანვარი, 2026 11:59
font-size

„ოცნების“ მთავრობის დამტკიცებული ზოგადი განათლების რეფორმის რეალური მიზანი არის ქვეყნის ახალი თაობის იზოლირება ევროპული მომავლისგან - ტატა ხვედელიანი

ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნულ კონცეფციაში წარმოდგენილი ცვლილებები არ ემსახურება თანამედროვე, კრიტიკულ და კონკურენტუნარიან განათლებას, ის ემსახურება ჩაკეტილ, კონსერვატიულ და კონტროლირებად სისტემას, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია დაელოდება პარლამენტში წარდგენილ კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებს და თითოეულ მათგანს ოპონირებას გაუწევს.

„უპირველესად, მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ ფაქტს. შევიტყვეთ, რომ „ოცნების“ მთავრობამ გამოსცა განკარგულება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის დამტკიცების შესახებ.

როგორც უმაღლესი განათლების სფეროში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში, აქაც ნათლად იკვეთება ერთი და იგივე მიზანი, განსხვავებული აზრის გაქრობა საზოგადოებრივი სივრციდან, პარტიული ვერტიკალისთვის კიდევ მეტი დაქვემდებარება, აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა და არა განათლების სისტემაში არსებული რეალური გამოწვევების აღმოფხვრა.

დამტკიცებული კონცეფცია არ პასუხობს ჩვენს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს. მისი რეალური მიზანი არის ქვეყნის ახალი თაობის იზოლირება ევროპული მომავლისგან და საქართველოს მოქალაქეების კიდევ უფრო მეტად ჩამოშორება ევროპულ და დასავლურ საგანმანათლებლო სივრცეებს. კონცეფციაში წარმოდგენილი ცვლილებები არ ემსახურება თანამედროვე, კრიტიკულ და კონკურენტუნარიან განათლებას, ისინი ემსახურება ჩაკეტილ, კონსერვატიულ და კონტროლირებად სისტემას.

ჩვენ დაველოდებით საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებს და თითოეულ მათგანს ოპონირებას გავუწევთ. დაწყებული გვაქვს, ასევე, კონსულტაციები განათლების სფეროს ექსპერტებთან, პედაგოგებთან და მშობლებთან. ვისაც სურვილი აქვს შემოგვიერთდით“, – განაცხადა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი