პოლიტიკა
„ოცნებაში“ მხოლოდ პრეზიდენტზე აქვთ ასეთი „ვაჟკაცური“ რეაქცია - გია ხუხაშვილი
„ოცნებაში“ კარგ ტონად ითვლება პრეზიდენტის შეურაცხყოფა“, - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა უმრავლესობის რეაქცია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაზე “პირველ რადიო”- სთან საუბარში. შეგახსენებთ, ტვ მაესტროს ეთერში გიორგი მარგველაშვილმა გააკრიტიკა სახელისუფლებო გუნდი თვითმმართველობის არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გამო.
ხუხაშვილის განმარტებით, სამთავრობო გუნდს არ ჰქონდა ასეთი მწვავე რეაქცია საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებაზე, რომელიც ემთხვევა პრეზიდენტის აზრს.
„ეს არის იმ ტრადიციის გაგრძელება, რაც ჩამოყალიბდა „ქართულ ოცნებაში“, რომ პრეზიდენტი არის დაბალი ღობე და კარგ ტონად მიაჩნიათ, რომ მას რაღაც შეურაცხყოფა მიაყენონ და დააკნინონ მაქსიმალურად. ამას იმიტომ კი არ აკეთებენ, რომ მაინცდამაინც უნდათ, ამით ჰგონიათ, რომ ეპრანჭებიან თავის უფროსს. ეს არის მათი დამკვიდრებული სტილი, თორემ, ის რაც თქვა პრეზიდენტმა , მარტო პრეზიდენტს ხომ არ უთქვამს, კაცო?! საერთაშორისო დამკვირვებლებმაც თქვეს. პრეზიდენტზე, რომ აქვთ ხოლმე ესეთი „ვაჟკაცური“ რეაქცია, დამკვირვებლებმა რომ თქვეს ადმინისტრაციულ რესურსთან დაკავშირებით პრობლემებიაო, სერიოზული და პრაქტიკულად ყველამ თქვა ეს, იმათ მიმართ თუნდაც მცირე კრიტიკა არ გამიგონია მე არც კობახიძისგან და არც სხვებისგან. ეს არის ძალით ვაჟკაცობა. იციან, რომ ამის გამო უფროსი კი არ გაუბრაზდება, პირიქით შეიძლება ლოყაზე ხელი მოუთათნოს, ამიტომ მიღებულია, ნებისმიერ რაღაცაზე პრეზიდენტს მორიგი შეურაცხყოფა მიაყენო. არაფერი ახალი ამაში არაა, წლებია, ეს გრძელდება. მათ აქვთ ის, რომ პრეზიდენტი როგორც კი გამოვა და თავისას იტყვის, უნდა მიიღო შესაბამისი მესიჯი უცნაური ადგილიდან, დაეწყონ და ის მესიჯი თავისი მჭევრმეტყველების შესაბამისი ინტერპრეტაციით უპასუხონ პრეზიდენტს, რაც ტრაგიკომიკურ შთაბეჭდილებას ტოვებს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
კალაძის გამოხმაურების კომენტირებისას კი ხუხაშვილმა განაცხადა, თბილისის ახალი მერის ჩართულობა ამ პოლემიკაში მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე დადებითად არ მეტყველებს.
„მე ვფიქრობ, რომ ის ჩაერთო ერთადერთი მიზნით ამ შემთხვევაში. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი საუბარია იმაზე, რომ კალაძემ შეიძლება დამოუკიდებელი თამაში დაიწყოს, ჩემი აზრით, ეს უსაფუძვლოა, მაგრამ საუბრობენ ვიღაცები. ამ ფორმით, პრეზიდენტის ლანძღვით, ის ფიქრობს, რომ თავის ურყევი ერთგულება დაუმტკიცოს ვიღაცას. არაფერი რთული არაა აქ. ასე მარტივად აზროვნებენ ეს ადამიანები. ისევე როგორც ქუცნაშვილი ეგონა ვიღაცას, რომ განსაკუთრებული ჭკუით გამოირჩეოდა, გამოჩნდა, რომ ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება მისცა პირდაპირ ეთერში, რაც მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე კარგად მეტყველებს. ასე არიან დანარჩენებიც. ისინი პრეზიდენტს კი არ უტევენ, თავს იცავენ“, - უთხრა ხუხაშვილმა „პირველ რადიოს“.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


