უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 ივლისი, 2025 18:17
font-size

„ოცნებას“ ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სრულ ანექსიაზე, ამიტომ არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ისინი ევროკავშირის მოთხოვნებს შეასრულებენ - ანა წითლიძე

„ოცნებას“ ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სრულ ანექსიაზე, ამიტომ არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ისინი ევროკავშირის მოთხოვნებს შეასრულებენ. ქართველი ხალხი აუცილებლად გასცემს პასუხს მათ ამ ღალატისთვის ქუჩაში ბრძოლით, ვიდრე რეჟიმი არ დასრულდება, – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიმართ პასუხი არის წინააღმდეგობის მოძრაობა ქუჩაში, ბევრი ხალხი ქუჩაში და ბრძოლა იმისთვის, რომ რეჟიმი ჩამოიშალოს.

„ქართული ოცნება“ არ შეასრულებს არანაირ ვალდებულებას, მოთხოვნას ევროკავშირთან, რადგან „ოცნებას“ და ივანიშვილს განსაზღვრული აქვთ და არჩევანი აქვთ გაკეთებული რუსების და რუსული გავლენების გაძლიერების სასარგებლოდ, ამიტომაც მოლოდინი იმისი, რომ „ოცნება“ რაღაცას შეცვლის, ამის მოლოდინი არავის არ ჰქონდა, ამიტომაც კობახიძის ეს განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა, ეს ადამიანები არიან მოღალატეები, რომლებსაც დეკლარირებულად აქვთ ხელი მოწერილი საქართველოს ღალატზე, ამიტომაც ბოლომდე ეცდებიან ბოლომდე გავიდნენ, რაც ნიშნავს საქართველოს სრულ ანექსიას და რუსეთთან მიერთებას. ამ დავალებით არიან ეს ადამიანები და ამ დავალების შესრულებას შეეცდებიან ეს ადამიანები ბოლომდე, მაგრამ ასევე საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ მოღალატეობრივ მთავრობას, რომელიც ამ ქვეყანას აკარგვინებს ევროინტეგრაციის შესაძლებლობას, აუცილებლად გასცემს შესაბამის პასუხს. შესაბამისი პასუხი არის წინააღმდეგობის მოძრაობა ქუჩაში, ბევრი ხალხი ქუჩაში და ბრძოლა იმისთვის, რომ რეჟიმი ჩამოვშალოთ“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი