პოლიტიკა
„ოცნება“ თავისი პოლიტიკით რუსეთს აძლიერებს - ლევან სამუშია
„ქართული ოცნება“ თავისი მიზანმიმართული პოლიტიკით აძლიერებს რუსეთს საქართველოში და ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის, რათა საქართველოში აღმოცენდნენ რუსეთის მიერ მართული სკინჰედური ორგანიზაციები, - ასე აფასებს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან სამუშია ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ ვერის ბაღში გაკეთებულ განცხადებებს.
ლევან სამუშიას თქმით, „ქართული ოცნება“ წლებია ანგრევს ინსტიტუციებს და ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას.
„ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში ანგრევს ინსტიტუციებს და ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას. ხელისუფლების მიერ სირაქლემას პოზიციაში ყოფნა არის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც ხელის უწყობს რუსული პოლიტიკის გატარებას. ეს ყველაფერი მივიდა იქამდე, რომ საქართველოში მოქმედმა რუსულმა სუბიექტებმა უკვე დაანონსეს შეიარაღებული ფორმირებების შექმნა. მათი მიზანია, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს აღქმა წაიშალოს და მაქსიმალურად დავშორდეთ დასავლეთს. ჩვენ ასევე ვნახეთ ძალიან საშიში განცხადებები ტელევიზიებისა და კონკრეტული ჟურნალისტების წინააღმდეგ. მსგავსი ქმედებები არის სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი და მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ყველაფერი კი მართულია ქვეყნის გარედან რუსეთის მიერ და ხელშეწყობილია ,,ქართული ოცნების’’ მხრიდან. უკანონო ფორმირებები და ქაოსი საქართველოში აწყობს რუსეთს და ამისთვის ინსტიტუციების მოშლით, კონსტიტუციის უზენაესობის უარყოფით ხელისუფლება ხელშემწყობ გარემოს ქმნის.
დღეს ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა მტერთან თანამშრომლობის ტოლფასია. წარმოუდგენელია ვინმემ, ან რამემ შეაჩეროს საქართველოს სწრაფვა დასავლეთისკენ. ეს არის ქართველი ხალხის ურყევი ნება, რომლის გატეხვასაც რუსეთი ცდილობს“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.
ინფორმაციას „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


