პოლიტიკა
ოთხოზორიას ფაქტს ჯეროვანი რეაგირება არ მოჰყვა, ამით განპირობებულმა დაუსჯელობის სინდრომმა კი არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული შემთხვევა გამოიწვია - ვახტანგ ყოლბაია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტმა საოკუპაციო ძალებში დაუსჯელობის სინდრომი გააღვივა, რასაც მოჰყვა არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვა.
„ისევ ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. სამწუხაროდ, ოთხოზორიას ფაქტს ჯეროვანი რეაგირება არ მოჰყვა, არ მინდა, ეს პირდაპირ კავშირში იყოს, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ერთგვარად, დაუსჯელობის სინდრომმა განაპირობა ის, რომ დღეს ჩვენ მორიგი ასეთი უმსგავსო ტრაგიკული შემთხვევა სამაჩაბლოს ტერიტორიაზე გვაქვს“, -თქვა ყოლბაიამ.
22 თებერვალს საოკუპაციო ძალებმა საქართველოს სამი მოქალაქე: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. მომდევნო დღეს ოსურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ტატუნაშვილის სიკვდილის შესახებ. საოკუპაციო ძალები ცხედრის გადაცემაზე უარს ამბობენ. ტატუნაშვილის ოჯახმა კი შს მინისტრს, გიორგი გახარიას 48 საათი მისცეს ცხედრის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვენებლად.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


