პოლიტიკა
ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღება ჩვენი სახელმწიფოებრივი, ეროვნული ინტერესების დაცვაა - ეკა ბესელია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას თქმით, ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღება ეროვნული ინტერესების დაცვას წარმოადგენს.
„ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღებით ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფისა და ძალადობრივი ქმედებების ფაქტებზე გავაერთიანოთ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა.
ეს ჩვენი სახელმწიფოებრივი, ეროვნული ინტერესების დაცვაა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების დაცვაზე გადის.
ჩვენი მოქალაქეების მიმართ ჩადენილ მძიმე დანაშაულებზე სამართლის აღსრულება ეს ჩვენი ამოცანაა და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა ბესელიამ.
ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტი პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს დღეს ბრიფინგზე წარუდგინა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 პირია შეყვანილი, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. დადგენილების პროექტი, რომელიც მთავრობის სხდომაზე განიხილეს, პარლამენტს გადაეგზავნება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


