პოლიტიკა
ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილ გარკვეულ პირებთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, არიან თუ არა ცოცხლები - ქეთევან ციხელაშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-კაციან სიაში რამდენიმე შეყვანილი პირი გარდაცვლილი აღმოჩნდა.
ციხელაშვილის განმარტებით, რამდენიმეზე იყო ეჭვი, რომ ისინი ცოცხლები აღარ არიან, თუმცა შესაბამისი მტკიცებულებები სამართადამცველებს არ აღმოაჩნდათ.
„გარკვეულ პირებთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, არიან თუ არა ცოცხლები, თუმცა ამის მტკიცებულება, რომელიც გამოდგებოდა იმისთვის, რომ საქმე დაიხუროს, ასეთი ჩვენს სამართალდამცველებს არ აქვთ. ბუნებრივია, ამიტომ ამ ადამიანების სახელები ამ სიაში მოხვდა, მათი ბრალეულობა და ზოგიერთ შემთხვევაში მსჯავრდებულობა იყოს დაფიქსირებული“, - განაცხადა მინისტრმა.
დროებითმა მთავრობამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია დაამტკიცა, რომელშიც 33 პირი მოხვდა. სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


