სამართალი
ოთარ კახიძემ სამართალდამცველების კითხვებს უპასუხა
პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ ოთარ კახიძემ ძველი თბილისის პოლიციის სამმართველო უკვე დატოვა.
სამართალდამცველების შეკითხვებს დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში პასუხობდა.
მან სამართალდამცველებს მიაწოდა ინფორმაცია 23 ივლისს, აღმაშენებლის გამზირზე გამართულ მანიფესტაციაზე მის მიერ, იარაღით მისვლის თაობაზე.
როგორც კახიძემ უწყების დატოვების შემდეგ განაცხადა, გამომძიებლები ძირითადად დაინტერესდნენ, რატომ მივიდა საპარლამენტო უმცირესობის წევრი აქციაზე იარაღით.
ოთარ კახიძის თქმით, მათ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ეს იყო გაუაზრებელი ქმედება და იარაღი თან არ უნდა ჰქონოდა.
ამასთან, როგორც ,,ევროპული საქართველოს“ წევრი ამბობს, მან იცის იარაღით აქციაზე მისვლა არღვევს შეკრებისა და მანიფესტის შესახებ კანონს.
ამის შემდეგ, შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც გადაიგზავნება სასამართლოში და სავარაუდოდ, სასამართლო უახლოეს დღეებში იმსჯელებს, რა სახის სანქცია შეიძლება დაეკისროს დეპუტატს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


