სამართალი
ოთარ კახიძე ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, მას შემდეგ, რაც სასჯელაღსრულების ყოფილმა თანამშრომელმა, ირაკლი კორძაიამ გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ ეთერში ამ საქმეზე ისაუბრა.
შესაბამისი განცხადება ოთარ კახიძემ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
„თქვენმა ყოფილმა თანაგუნდელმა, რომელიც მუშაობდა სასჯელაღსრულების სამინისტროში, ბატონმა კორძაიამ გააკეთა ძალიან საინტერესო განცხადება ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე გამოძიება დაასრულა პროკურატურამ თებერვალში და გამოძიება შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ამის შემდეგ ჩვენ გვაქვს ახლად გამოვლენილი გარემოება და ამის მიუხედავად, პროკურატურაში გამოძიება არ განახლებულა. მინდა ბიუროს წევრებს გთხოვოთ, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მივეპყროთ ამ გარემოებას, ვინაიდან საგამოძიებო კომისიები იქმნება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გარკვეული კითხვები იმ უწყებებთან, რომლებსაც რეალურად ევალებათ გამოძიების ობიექტურად ჩატარება” - განაცხადა ოთარ კახიძემ.
თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია ფიქრობს, რომ მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა მიზანშეწონილი არ არის.
„მესმის ეს, რასაც უკავშირდება, შინაარსში არ შევდივარ, რას გავდა და რა დატვირთვას ატარებდა ეს გამოსვლა, ამ სივრცეში აღარ გადავდივარ, მაგრამ წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს განცხადება არის სრულიად არარელევანტური ახლა ბიუროს სხდომაზე. ვერაფერს ვერ გააკეთებს ვერც ბიურო და პარლამენტი. ჩვენ არ გვაქვს უფლება, კონკრეტული საქმეების გამოძიების დაწყების ან არდაწყების თაობაზე, მივმართოთ პროკურატურას,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ოთარ კახიძემ კი ეკა ბესელიას განუმარტა, რომ ის საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს და არა პროკურატურისთვის მიმართვას.
ცნობისათვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი კორძაია, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის შესახებ ,,განსხვავებული აქცენტების“ ეთერში ისაუბრა.
„ვიცი, რომ ვანო მერაბიშვილი ნამდვილად იქნა გაყვანილი საპატიმროდან, ზუსტად 14 დეკემბერს 2014 წლის და ვიცი, თუ ვინ მონაწილეობდა ამ გაყვანაში, ეს ადამიანები. ერთ-ერთი იყო ბატონი მთავარი პროკურორი ქვეყნის და მეორე იყო, ბატონი დარბაისელი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა მაშინ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, და ეს ორი ადამიანი იყო უშუალო შემსრულებელი,“ - განაცხადა ირაკლი კორძაიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


