სამართალი
ოთარ ფარცხალძესთან სტუმრობა საგამოძიებო მოქმედებებთან კავშირში არ არის - შალვა ხუციშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში 40 ათასი ადამიანი მუშაობს და შეიძლება, ვინმე პირადი ურთიერთობების გამო იმყოფებოდა ფარცხალაძესთან სახლში.
ამის შესახებ ხუციშვილმა იმ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმად, გვიან ღამით, ყოფილ პროკურორთან ოთარ ფარცხალაძესთან სახლში, შსს-ს თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რამდენადაც მისთვის არის ცნობილი, უწყების თანამშრომლების სტუმრობა საგამოძიებო მოქმედებებთან კავშირში არ არის.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული არ არის. ეს გამომძიებლების კომპეტენციაა და მათ უნდა ჰკითხოთ. თქვენ იმ ადამიანების კომენტარები ნახეთ, რომლებიც უშუალოდ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ. მე მეტი რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ჩემი მხრიდან არაკომპეტენტური იქნება რაიმე დამატებით ვისაუბრო. როგორც მინისტრის მოადგილე, ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. რასაც გამომძიებლები გვეუბნებიან, იმას მოუსმინეთ“,- აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


