სამართალი
ოთარ ფარცხალაძის სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო
ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო. პროცესი დღეს უნდა გამართულიყო. გადადების მიზეზი ამჯერად მოსამართლის მივლინება გახდა.
საქმე ეხება ყოფილი გენერალური აუდიტორის ცემის ფაქტს. სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებული ლაშა თორდია აცხადებს, რომ სასამართლო ხელოვნურად ჭიანურდება.
„ხელოვნურად გაჭიანურება პროცესის და ზოგადად არასწორი კვალიფიკაციით და არასწორად წარმართვა გამოძიების ეტაპზევე დაწყებულია მაშინვე, როცა ეს ინციდენტი მოხდა. წელიწადი და შვიდი თვეა. არჩევნების წინ მოხდა თითქოს ის, რომ გირაო შეუფარდეს ოთარ ფარცხალაძეს და ახლა უკვე მიდის საქმის გაჭიანურება. სასამართლო ორჯერ გადაიდო უკვე. გადავადება ერთია, მთლიანად პროცესიც და საქმეც არის სრულიად სხვა მიმართულებით წასული და არავის რეალური ინტერესი არ აქვს, რომ რეალური ჭეშმარიტება დადგეს ამ საქმესთან დაკავშირებით,“-განაცხადა ლაშა თორდიამ.
ღამის კლუბ "ელცენტროში", გენერალურ აუდიტორზე მომხდარ თავდასხმაზე ბრალდებულები არიან ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და ფინანსური პოლიციის ყოფილი თანამშრომელი მიხეილ ჩოხელი.
ყოფილი გენერალური აუდიტორის ინტერესებს "ადამიანის უფლებათა ცენტრი" იცავს. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ცემის მუხლი უნდა გადაკვალიფიცირდეს და ის ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმის მუხლით შეიცვალოს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


