სამართალი
ოთარ ფარცხალაძის ადვოკატების მიერ გაკეთებული განცხადება სამარცხვინოა - ლაშა თორდია
მთავრი ადუიტორი ლაშა თორდია, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატების ბრალდებას გამოეხმაურა.
როგორც ლაშა თორდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის მუხლი, რომელზეც მიმდინარეობს დღეს საქმესთან დაკავშირებით გამოძიება, არის აბსურდული.
"დღეს მოვისმინეთ მორიგი სამარცხვინო განცხადებები ადვოკატებისგან, რომ თურმე ვახდენ ზეწოლას მოწმეებზე, თურმე მე ვუკეთებ მობილიზებას ღამის სამ საათზე ჩემს სახლში მთელი სამართალდამცავი სისტემის მაღალი თანამდებობის პირებს. მათი განცხადებები, რომ თურმე წამიერი შეხვედრა იყო და მივიღე თვითდაზიანებები, ამაზე პასუხი თურმე არის ზეწოლა მოწმეებზე, მათ შორის ადვოკატებზე და ეს არის ცინიკური განცხადება.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველა მოწმეს ვუთხრა, რომ ამ ადამიანებს, ვინც ეს ჩაიდინა, ემუქრებათ 7-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, მათ უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ვიცი, რომ მთელი ფინანსური პოლიცია, ასევე მონაწილეობდა ჩხუბში, ცემაში. ისინი მობილიზებულები არიან, რომ ზეწოლა განახორციელონ მოწმეებზე. მოვუწოდებ მათ, არ გახდნენ ამ ადამიანების თანამონაწილეები მძიმე დანაშაულში და ილაპარაკონ ის, რაც მოხდა. ვითხოვ შსს-სგან დანაშაულის სწორ კვალიფიკაციას.
სახელმწიფომ უნდა შეასრულოს თავისი პოზიტიური ვალდებულება და დაიცვას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ასეთი ჩარევისგან. ეს არ არის ლოკალური შემთხვევა ფიზიკურ პირზე, ეს არის თავდასხმა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე, თავისი საქმიანობის განხორციელების ხელშეშლის მიზნით, შესაბამისად ის მუხლი, რომელიც არის დღეს საქმესთან დაკავშირებით, არის აბსურდული“, - განაცხადა თორდიამ.
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას მოწმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


