სამართალი
ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები ლაშა თორდიას „აუდიტორთა ეთიკის კოდექსის“ დარღვევაში ადანაშაულებენ
ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას „აუდიტორთა ეთიკის კოდექსის“ დარღვევაში ადანაშაულებენ.
შესაბამისი განცხადება ადვოკატებმა, მერაბ ჩიქოვანმა და გაგი მოსიაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს.
"გუშინ გავრცელებული ინფორმაცია აუდიტორთა ეთიკის კოდექსს არღვევს. აუდიტის სამსახური ვალდებულია, რომ შემაჯამებელი დოკუმენტის მომზადებამდე დასკვნა წინასწარ არ გაასაჯაროვოს. თორდიამ მისი უწყების საქმიანობა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. ეს ეთიკის კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევაა, რომლის მიხედვითაც აუდიტორმა მისი საქმიანობის შედეგად მიღებული ინფორმაცია პირადი მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენოს. ეს ბრიფინგი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად", - განაცხადა ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, მერიას კომპენსაციის გაცემის ვალდებულება 2011-12 წლებში დაეკისრა და მათთვის გაუგებარია, რატომ არ ინტერესდება აუდიტის სამსახური ამ პერიოდით.
ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის მერიის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხზე შუალედური დასკვნა 22 მაისს გამოაქვეყნა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


