სამართალი
ოთარ ფარცხალაძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს - ადვოკატი
ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურამ ფარცხალაძეს ბრალი 126-ე, ცემის მუხლით ე.წ. „ელ-ცენტროს“ საქმეზე წარუდგინა.
კერძოდ, როგორც გაგი მოსიაშვილმა აღნიშნა, გამოძიება ყოფილ მთავარ პროკურორს აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ლაშა თორდიას ცემას ედავება. საქმე ეხება შარდენის ქუჩაზე, კლუბ „ელ-ცენტროში“ ოთარ ფარცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის მომხდარ დაპირისპირებას.
„ბრალი წარედგინა ცემის ფაქტზე, ე.წ. “ელ-ცენტროს” ინციდენტზე. ბატონი ოთარი ბრალს არ აღიარებს, რადგან რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა. თურმე ბრალის წარდგენის საფუძველი არის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, რომელიც მიიღო საგამოძიებო ორგანომ. ჩვენ დავადასტურეთ, რომ არანაირ თავდასხმას არ ჰქონია ადგილი ჩვენი მხრიდან. განვმარტეთ, რომ პროვოცირებას ადგილი ჰქონდა ე.წ. დაზარალებულის მხრიდან და ვაპირებთ სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას. 126-ე მუხლით არის დევნა დაწყებული ბატონი ოთარის მიმართ“, – განაცხადა მოსიაშვილმა ,,პირველ არხთან“ საუბარში.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ პროკურატურისთვის ბრალის წარდგენის საფუძველი არა სამართლებრივი და პროცესუალური შეფასება, არამედ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების აზრი გახდა.
„ეს არის ის შემთხვევა, როდესაც პროკურატურამ ბრალის წარდგენისთვის მოიხმო არა პროცესუალური ნორმები, არამედ სამწუხაროდ, აჰყვა საზოგადოებისა თუ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების აზრს“, – განაცხადა მოსიაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


