პოლიტიკა
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს დატოვებას გეგმავს - გიორგი ვაშაძე
"ახალი საქართველოს" ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე საქართველოს დატოვებას გეგმავს. მისი თქმით, ფარცხალაძე სამართალდამცავებთანაა კოორდინაციაში.
”სულ რამდენიმე დღე დასჭირდება ალბათ, სანამ დაალაგებს სამართალდამცავ ორგანოებში გარკვეულ სტრატეგიას ამ საქმესთან დაკავშირებით. სწორედ იმ ფარულ კადრებში, რომელშიც ის არის საკუთარ სახლში საავიაციო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, დეტალურად იყო შემუშავებული ქვეყნიდან დატოვების გეგმა,”-განაცხადა ვაშაძემ.
,,ახალი საქართველო’’ პარლამენტსა და პროკურატურას 2 მოთხოვნით მიმართავს: დაუყოვნებლივ შეიქმნას საგამოძიებო კომისია და პროკურატურა შევიდეს სასამართლოში შუამდგომლობით, რომ ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით საქართველოს ტერიტორიის დატოვება გარკვეული ვადით შეეზღუდოს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


