სამართალი
ოთარ ფარცხალაძე პოლიციის განყოფილებაში მივიდა
ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ძველი თბილისის პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოცხადდა.
პოლიციაში შესვლამდე ფარცხალაძემ მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველა კითხვას პასუხს პოლიციაში გასცემს.
კითხვაზე, ვინ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ლაშა თორდიას, ფარცხალაძემ უპასუხა, რომ „ეს ლაშა თორდიას უნდა კითხოთ“.
„გამოძიებას გავცემ პასუხს. ადვოკატმა როგორც განაცხადა, ინციდენტი იყო წამიერი“,-განაცხადა ფარცხალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძე პოლიციის განყოფილებაში 13 მაისს კაფე-ბარ „ელ ცენტროში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენების მისაცემად იყო დაბარებული.
ინციდენტის შედეგად, მთავარი აუდიტორი ლაშა თორდია იქნა ნაცემი.
თორდიას ინფორმაციით, მასზე თავდასხმაში ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეც მონაწილოებდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.
მონიკა დავლიანიძ
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


