სამართალი
ოთარ ფარცხალაძე ამ ეტაპზე არ არის მოწმე - პროკურორი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის გამოკითხვა დასრულებულია.
პროკურორ, ზაზა დათუკიშვილის განცხადებით, გამოკითხვისას ლაშა თორდიამ მომხდარი ყოფილ მთავარ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძესთან ინციდენტის დეტალებზე ისაუბრა.
„ასევე, მან ისაუბრა საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალებზე. ამ ეტაპზე მოწმის მიერ მიცემული ჩვენების შინაარსში და ინფორმაციაში გამოძიების ინტერესებიდან ვერ ვისაუბრებ.
საქმეზე დაკითხულია უკვე არაერთი მოწმე. ინტენსიურად მიმდინარეობს ყველა საგამოძიებო მოქმედება. გამოძიების ტაქტიკიდან და ტექნიკიდან გამომდინარე, პერიოდულად განხორციელდება ყველა მოწმის დაკითხვა. ოთარ ფარცხალაძე ამ ეტაპზე არ არის მოწმე“, - განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, საქმის კვალიფიკაციის შეცვლა-არშეცვლის საკითხზე გადაწყვეტილება გამოძიების დასრულების შემდეგ იქნება მიღებული.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას თქმით, მას შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ „ელ ცენტროში“, თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხნენ. ლაშა თორდია მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს.
თავდასხმის ფაქტზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


