პოლიტიკა
ოთარ დანელიამ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიმართა
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია რომში 25-27 იანვარს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ეგიდით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.
კონფერენციის ფარგლებში, ოთარ დანელიამ პლენარული სესიის პანელში „ახალი ფინანსური მიდგომები და ინსტრუმენტები წვრილი ფერმერული მეურნეობებისა და სასოფლო-სასურსათო მცირე და საშუალო საწარმოებისთვის“ მიიღო მონაწილეობა. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებაში მთავრობისა და დონორი ორგანიზაციების მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, განსაკუთრებით წარმატებულია საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის თანამშრომლობა.
ოთარ დანელიამ კონფერენციის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის სფეროში უკვე მიღწეულ წარმატებები და გამოწვევებიც გააცნო. საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტზე საუბრისას, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, ქვეყნის სავაჭრო ბალანსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
კონფერენციაში მონაწილეობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეკითხვებიც დაუსვეს. კონფერენციის მონაწილეები სფეროს შემდგომი განვითარების შესახებ მისი მოსაზრებით დაინტერესდნენ. ოთარ დანელიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დარგის განვითარებას ხელისუფლებისა და დონორი ორგანიზაციების მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა სჭირდება. მისი განცხადებით, მთავრობამ სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებისთვის შესაბამისი პირობები უნდა შექმნას.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ იმ პროგრამებზეც ისაუბრა, რომლებიც საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებისთვის განხორციელდა, მათ შორის, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, „აგროდაზღვევის პროგრამა“, ასევე, საგრანტო ხელშეწყობა აგროტურიზმისთვის. ოთარ დანელიას შეფასებით, პროგრამები ეფექტურია და მსგავსი პროგრამების განხორციელებას მხარს მომავალშიც დაუჭერს.
საქართველოს პარლამენტის წევრი, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდში საპატიო სპიკერად არის მიწვეული. აღნიშნულ კონფერენციაზე მიწვევა ოთარ დანელიამ ფონდის პრეზიდენტის, კანიაო ვანჟესგან მიიღო.
კონფერენციის ორგანიზატორები იტალიის მთავრობა, ბრუკინგსისა და ვარვიკის უნივერსიტეტები არიან.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


