პოლიტიკა
ოთარ დანელია რომში საერთაშორისო კონფერენციაში იღებს მონაწილეობას
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია იტალიაში, ქალაქ რომში, 25-27 იანვარს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ეგიდით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში იღებს მონაწილეობას.
საქართველოს პარლამენტის წევრი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდში საპატიო სპიკერად არის მიწვეული. აღნიშნულ კონფერენციაზე მიწვევა ოთარ დანელიამ ფონდის პრეზიდენტის, კანიაო ვანჟესგან მიიღო.
საერთაშორისო კონფერენციის თემაა - "ინვესტიციები სოფლის ტრანსფორმაციაში" - ინოვაციური მიდგომები დაფინანსების უზრუნველსაყოფად“.
26 იანვარს დაგეგმილია კონფერენციაზე ოთარ დანელიას სიტყვით გამოსვლა, რომელშიც იგი საქართველოს სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ გლობალურ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრებს. ღონისძიების პარალელურად, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის წევრის შეხვედრა იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.
კონფერენციის ორგანიზატორები იტალიის მთავრობა, ბრუკინგსისა და ვარვიკის უნივერსიტეტები არიან.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


