პოლიტიკა
ოთარ დანელია „ბიოკომ ტექნოლოგის“ წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი, ოთარ დანელია ბელარუსის რესპუბლიკის ინოვაციური კომპანიის „ბიოკომ ტექნოლოგის“ წარმომადგენლებს იური მალევიჩს, დიმიტრი იანეცსა და ალექსანდრ ზინოვენკოს შეხვდა.
მხარეებმა აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტბში ავტომატიზირებული და რობოტიზირებული მეცხოველეობის ფერმის საპილოტე პროექტის განხორციელებაზე იმსჯელეს.
„მსგავსი ფერმის მოწყობა კარგ პირობებს ქმნის იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ნატურალური რძის წარმოება. საბოლოო ჯამში ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელ პროდუქტს ვღებულობთ, რაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
საუბარი შეეხო ასევე ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებს.
„ბიოკომ ტექნოლოგიის“ წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს კომპანიის შესაძლებლობები და ახალი ტექნოლოგიები გააცნეს. როგორც მათ აღნიშნეს, ასეთი მიდგომა იძლევა მაღალ რენტაბელურ წარმოებას. ვინაიდან მსგავსი ტექნიკური საშუალება პროდუქციის თვითღირებულებას მკვეთრად ამცირებს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ომარ კაჭარავა და პროფესორი ლევან თორთლაძე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


