პოლიტიკა
ოთარ აბესაძის წინასასამართლო სხდომა დაიხურა
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანმშრომლის ოთარ აბესაძის წინასასამართლო სხდომა დაიხურა. შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. აბესაძის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განმარტებით, ამის საჭიროება იმიტომ დადგა, რომ სხდომაზე წარმოდგენილი იქნება პირადი მონაცემების შემცველი მასალები.
„ვითხოვთ წინასასამართლო სხდომის დახურვას პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით“, - განაცხადა ლილი გელაშვილმა.
დაცვის მხარის მოთხოვნას პროკურატურაც დაეთანხმა, რის შემდეგაც მოსამართლე ნინო სანდოძემ სხდომა დახურა.
დღევანდელ წინასასამართლო პროცესზე დაცვის მხარე აბესაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით გამოვა.
31 აგვისტოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ და აბესაძე პატიმრობაში დატოვა. ირმა ჭკადუამ მოითხოვა, რომ პატიმრობა 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებით ყოფილიყო შეცვლილი.
შეგახსენებთ, ანტიკორუფციულმა სააგენტომ ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა. მას ბრალად ედება ქრთამის სახით 3000 დოლარის აღება მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების გაცემის პროცედურის დასაჩქარებლად.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


