სამართალი
ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის გაუარესების გამო სასამართლო სხდომა გადაიდო
თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, წინასასამართლო სხდომა გადაიდო.
როგორც ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განმარტა, სხდომის გადადება თავად ბრალდებულმა მოითხოვა.
ადვოკატის ინფორმაციით, აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს სხდომის დახურვის შესახებ დაყენებულ შუამდგომლობას უკავშირდება.
"ოთარ აბესაძე სწორედ მაშინ გახდა ცუდად როდესაც, ბრალდებამ წარადგინა მტკიცებულებები, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ არის სახარბიელო. შემიძლია გითხრათ, რომ პერსონალური მონაცემებში სწორედ ამას ვგულისხმობთ -ანუ მონაცები ეხება მის ჯანმრთელობას, სხვა დეტალებს ვერ გეტყვით. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე თავად ოთომ ითხოვა სხდომის გადადება, ხვალ დავაყენებთ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე შუამდგომლობას. ეს შუამდგომლობა სწორედ იმ მონაცემებს ეყრდნობა, რომლის გამოც მოვითხოვეთ სხდომის დახურვა", -განაცხადა გელაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


