სამართალი
ოთარ აბესაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულს თბილისის მერიის ყოფილ თანამშრომელს ოთარ აბესაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარს პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატებმა გირაოს სახით 15 ათასი ლარი მოითხოვეს. ბრალდების განცხადებით კი, დაკავებული არის საჯარო მოხელე და არსებობს მოწმეებზე ზეგავლენის საფრთხე, ამიტომ ის უნდა დარჩეს პატიმრობაში.
"დასადგენია იმ პირთა წრე, ვისი დახმარებით გასცემდა აბესაძე დაპირებებს. შესაძლოა დანაშაულში მასთან ერთად სხვა პირებიც არიან ჩართული," განაცხადა პროცესზე პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ ოთარ აბესაძეს ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ წაუყენეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ოთარ აბესაძე მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე, ტივზე კაფეს მოწყობის ნებართვების დაჩქარებული წესით აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ ქრთამი, 3 000 აშშ დოლარი მოითხოვა.
მან მოქალაქეებს განუმარტა, რომ არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო, სამუშაოების დაწყება შეეძლოთ და ჯარიმებიც არ იქნებოდა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


