სამართალი
ოთარ აბესაძე პატიმრობაში დატოვეს
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძე საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
მერიის ყოფილი თანამშრომლის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი კლიენტი სასამართლო პროცესის დროს ცუდად გახდა. მან ასევე ისაუბრა მოსამართლის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც აბესაძის გაშვება საშიშად ჩათვალა.
„ცუდად გახდა და სასწრაფო გამოვიძახეთ, მოსამართლემ აღკვეთი არ შეუცვალა და განაცხადა, რომ აბესაძე საშიშია და მისი გარეთ ყოფნა მოწმეებზე მოახდენს ზეგავლენას, დასკვნაშიც ასახულია, რომ მისი ჯაბმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ყველაფერს აკეთებს მართლმსაჯულება, რომ ოთარ აბესაძეს სიცოცხლე მოუსწრაფოს“, -თქვა ჭკადუამ.
დღეს დილით დაცვის მხარემ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის პასუხი მიიღეს. აბესაძის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მიღებული შედეგების საფუძველზე სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას შეცვლიდა.
ოთარ აბესაძე 11 ივლისს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს, რადგან მან ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 3000 დოლარი.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


