პოლიტიკა
ოთარ აბესაძე პატიმრობაში დატოვეს
თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ. ირმა ჭკადუამ მოითხოვა, რომ პატიმრობა 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებით ყოფილიყო შეცვლილი.
მიუხედავად იმისა, რომ ოთარ აბესაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მოსამართლემ მიიჩნია, რომ მოწმეებზე ზეგავლენის საფრთხე კვლავ არსებობს.
თვითონ ოთარ აბესაძემ თავს ნაწილობრივ დამნაშავედ აღიარა. როგორც მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, ის მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
„მზად ვარ, პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის, მზად ვარ მხოლოდ იმ იურიდიულ ჩარჩოებში, რომელსაც მე და დაცვის მხარე მივიჩნევთ, რომ უნდა მიდიოდეს პროცესი. ნაწილობრივ ვიზიარებ პასუხისმგებლობას და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, უპირველეს ყოვლისა კი ჩემს ოჯახს შექმნილი ვითარების გამო“,- თქვა აბესაძემ.
შეგახსენებთ, ანტიკორუფციულმა სააგენტომ ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა. მას ბრალად ედება ქრთამის სახით 3000 დოლარის აღება მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების გაცემის პროცედურის დასაჩქარებლად.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


