უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

9 იანვარი, 2018 16:55
font-size

ოთარ აბესაძე გამოკვლევებისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ მერიის ყოფილი თანამშრომელს, ოთარ აბესაძეს კომპლექსური გამოკვლევა სასამართლო ექსპერტის მეთვალყურეობით უტარდება. ოთარ აბესაძე გამოკვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს.

ექსპერტი ამბობს, რომ სავარაუდოდ კვირის ბოლოს უკვე ცნობილი იქნება გამოკვლევის შედეგი, რის შემდეგაც ის უკვე საბოლოო დასკნას მოაზადებს ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

,,დანიშნულია კომპლექსური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ერთობლივ რეჟიმში. შესაბამისად, მოწვეული გვყავს მაღალკვალიფიციური პროფესიონალი ექსპერტები. მიმდინარეობს ბრალდებულის კვლევა ყველა მიმართულებით. საექსპერტო დაწესებულების მიერ უნდა გაიცეს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მდგომარეობა აქვს რეალურად ბრალდებულს, მკურნალობისთვის, რა რეკომენდაციებია საჭირო და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმე ამ ეტაპზე“, - ამბობს ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ტვ ,,პირველთან“ საუბარში.

თავის მხრივ, როგორც ოთარ აბესაძის ადვოკატი, ირმა ჭკადუა ამბობს, ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისი იქნება დაცვის მხარის სამართლებრივი ნაბიჯები.

,,სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელიც ბოლო პერიოდში მიიღო აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის ძალაში დატოვებასთან დაკავშირებით, არის დაუსაბუთებელი და ჩვენ ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში“, - აცხადებს ირმა ჭკადუა.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი