სამართალი
ოთარ აბესაძე ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს
მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს.
ინფორმაციას ოჯახის მეგობარი, ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც ბასლანძე წერს, ამის შესახებ მას აბესაძის დედამ შეატყობინა.
,,ჩაფიძეში გადაიყვანეს ოთო გულის შეტევით...,“ - წერს ლაშა ბასლანძე.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ოთარ აბესაძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ ასევე წარადგინა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იყო საუბარი, თუმცა ის სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.
ოთარ აბესაძე მიმდინარე წლის 12 ივნისს, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


