სამართალი
ოთარ აბესაძე ბრალს არ აღიარებს და სასამართლოზე დუმილის უფლებას იყენებს
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე, რომან ხორავა ქრთამის აღების საქმეზე დაკავებული ოთარ აბესაძის აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს.
სასამართლოზე ოთარ აბესაძემ დუმილის უფლება გამოიყენა. ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
სასამართლო პროცესი დაცვის და ბრალდების მხარეების ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს.
ადვოკატებმა გირაოს სახით 15 ათასი ლარი მოითხოვეს. ბრალდების განცხადებით, დაკავებული არის საჯარო მოხელე და არსებობს მოწმეებზე ზეგავლენის საფრთხე, ამიტომ ის უნდა დარჩეს პატიმრობაში.
"დასადგენია იმ პირთა წრე, ვისი დახმარებით გასცემდა აბესაძე დაპირებებს. შესაძლოა დანაშაულში მასთან ერთად სხვა პირებიც არიან ჩართული," - განაცხადა პროცესზე პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 ივლისს ოთარ აბესაძემ ერთ-ერთ მოქალაქეს გამოართვა მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა 3000 აშშ დოლარის ოდენობით.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


