სამართალი
ორთაჭალაში მოკლული მამაკაცი და სავარაუდო მკვლელი რესტორანში ერთად იმყოფებოდნენ
ორთაჭალაში მოკლული მამაკაცი და სავარაუდო მკვლელი, მკვლელობის მომენტამდე, ერთ-ერთ რესტორანში ერთად იმყოფებოდნენ, - ინფორმაციას ,,პირველი არხი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, რესტორანში ჯერ მოკლული მამაკაცი მივიდა, შემდეგ კი სავარაუდო მკვლელი.
„დაახლოებით 40-50 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ რესტორანში, რა დროსაც ხმადაბლა კამათობდნენ, შემდეგ რესტორნის ტერიტორია დატოვეს და კონფლიქტი გარეთ გაგრძელდა“, - აცხადებს მომხდარის თვითმხილველი.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე ორმხრივ სროლას ჰქონდა ადგილი. სულ შვიდი-რვა გასროლა განხორციელდა.
როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა ,,პირველ არხთან“ საუბარში ამბობს, სავარაუდო მკვლელის მხრიდან პირველი გასროლის შემდეგ, მამაკაცი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში ჩაჯდა, სადაც სავარაუდოდ იარაღი ჰქონდა და მანქანიდან საპასუხო გასროლა განახორციელა, რასაც ავტომანქანის გარეთ მყოფი სავარაუდო მკვლელის მხრიდან კიდევ მოჰყვა რამდენიმე გასროლა.
შეგახსენებთ, ორთაჭალაში მკვლელობა წუხე მოხდა. აბანოთუბანთან მამაკაცი მანქანაში მოკლული იპოვეს. თვითმხილველების ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი სავარაუდოდ აზერბაიჯანის მოქალაქეა.
არსებული ინფორმაციით, მოკლული რუსეთში რამდენიმე მკვლელობისთვის იძებნებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


