საზოგადოება
ორსულები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ
ორსულები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები (100 000 ქულამდე) სამედიცინო ჩვენების საფუძველზე მედიკამენტ „ტამიფლუს“, რომელიც გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება, უფასოდ მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების განმარტებით, მედიკამენტის მიღებისთვის აუცილებელია რეცეპტის, პირადობის მოწმობისა და ჯანმრთელობის შესახებ ცნობის (№IV-100/ა) წარდგენა.
ექიმის დანიშნულებით მედიკამენტის მიღება შესაძლებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში.
სეზონური ვირუსის გავრცელების უახლეს, გასული კვირის სტატისტიკას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დღის განმავლობაში გამოაქვეყნებს, თუმცა ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მნიშვნელოვანი ზრდა არ ფიქსირდება.
როგორც გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ქვეყანას რისკ ჯგუფებში შემავალი მოქალაქეებისთვის ვაქცინის სტრატეგიული მარაგი აქვს. ცენტრის დირექტორი აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ორსულებს, ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებს, რადგან, როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, სეზონური გრიპის ვირუსი ორსულებისთვის განსაკუთრებით საშიშია და ამ შემთხვევაში გართულებების ალბათობა მაღალია.
ამირან გამყრელიძის თქმით, შარშანდელთან შედარებით, რისკ ჯგუფებში შემავალ პირთა ვაქცინაციის მაჩვენებელი გაზრდილია, მათ შორის ორსული ქალების იმუნიზაცია გასულ წელთან შედარებით 1,5-ჯერ არის მომატებული.
რაც შეეხება კომერციულ ქსელს, გამყრელიძის ინფორმაციით, საკუთარი ხარჯებით ამ სეზონზე დაახლოებით 35 ათასი ადამიანი აიცრა. თუმცა ვაქცინის იმპორტიორ კომპანიებში – „ჯიპისისა“ და „ავერსში“ აცხადებენ, რომ ამ მომენტისთვის ქსელებში პრეპარატი პრაქტიკულად აღარ არის და გამომდინარე იქიდან, რომ ვაქცინაციის საუკეთესო პერიოდი ოქტომბერ-ნოემბერზე მოდის, ამ ეტაპზე ვაქცინის დამატებითი პარტიის შემოტანა არ განიხილება. მათი თქმით, ვაქცინები მოთხოვნის შესაბამისად, იმუნიზაციისთვის ყველაზე ხელსაყრელ პერიოდში შემოიტანეს.
ამასთან, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, იმუნიზაციისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბერი და ნოემბერია, თუმცა ვაქცინის გაკეთება ახლაც რეკომენდებულია.
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


