პოლიტიკა
ორპალატიანი პარლამენტის შემოღებისთვის საქართველო დღეს მზად არ არის, თუმცა კომისიაში ამაზე ვიმსჯელებთ - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიაში ორპალატიანი პალამენტის შემოღების საკითხი განიხილება, თუმცა მისი აზრით, საქართველო ამისთვის დღეს მზად არ არის.
როგორც კობახიძემ შსს-ს პოლიციის აკადემიაში მედიას განუცხადა, ეს საკითხი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან არის პირდაპირ კავშირში.
„პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოში ბიკამერალიზმის შემოღება, ანუ ორპალატიანი პარლამენტის შემოღება, იურისდიქციის აღდგენის საკითხთან. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამაზე მსჯელობა უნდა შედგეს, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საქართველო არ არის მზად იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ორპალატიანი საპარლამენტო სისტემა. ეს იქნება ჩემი ზოგადი კომენტარი. ვნახოთ, ამაზე ვიმჯჯელებთ კომისიის ფორმატში და საბოლოო ჯამში იქ მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება“,-აღნიშნა საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ, შსს-ს აკადემიის პროექტის - „საჯარო ლექციები შსს-ს აკადემიის სტუდენტებისთვის“ ფარგლებში, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს საჯარო ლექცია ჩაუტარა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


