პოლიტიკა
ორი ოლიგარქიული რეჟიმის უწმინდურობა არა მარტო ჩემ წინააღმდეგ გაერთიანდება, არამედ უკრაინელი და ქართველი ხალხის წინააღმდეგ - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი შაბათს უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოსა და საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის, გიორგი გოგაძის შეხვედრას გამოეხმაურა.
უკრაინული პროკურატურის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე, კერძოდ საერთაშორისო სამართლებრივ დახმარებაზე სისხლის სამართლის წარმოებისა და ექსტრადირების დროს.
სააკაშვილის შეფასებით, მხარეები არა მხოლოდ მის წინააღმდეგ, არამედ უკრაინელი და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებენ.
„ორი ოლიგარქიული რეჟიმის ნებისმიერი უწმინდურობა თავისი ძაღლის სოროს დასაცავად არა მარტო ჩემ წინააღმდეგ გაერთიანდება, არამედ უკრაინელი და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენი ერები ასევე უნდა გაერთიანდნენ მათ წინააღმდეგ. მაშინ მათაც მოვუგებთ, პუტინსაც, უპექრსპექტივობასაც და სიღარიბესაც“, -დაწერა სააკაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
არც ქართულ, არც უკრაინულ მხარეებს არ დაუკონკრეტებიათ, განიხილეს თუ არა მათ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


