პოლიტიკა
ორი მიწის ნაკვეთი არ გამიყიდია, ეს არასწორი ინფორმაციაა - კახა კალაძე
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არასწორია გავრცელებული ინფორმაცია, რომ მან სამშენებლო კომპანია „არქი ჯგუფს“ ორი მიწის ნაკვეთი მიჰყიდა. მისი განმარტებით, მან მხოლოდ ერთი, ნუცუბიძეზე არსებული მიწის ნაკვეთი გაასხვისა, სადაც ახლა კორპუსი შენდება.
„არ არის ეს სწორი ინფორმაცია, თითქოს მიწის ორი ნაკვეთი მივყიდე, მე მივყიდე ერთი ნაკვეთი სამშენებლო კომპანია „არქი ჯგუფს“. ერთი კორპუსი შენდება იმ ადგილას, ნუცუბიძეზე, რომელიც იყო ჩემი საკუთრება, რომელზეც იყო რესტორანი აშენებული. მიწა 2006 თუ 2007 წელს მაქვს ნაყიდი, ესეც შეგიძლიათ გადაამოწმოთ. მიწის გაყიდვას რაც შეეხება, მიწა მე გავასხვისე, ბიუჯეტი არ გამიძარცვია, ეს იყო ჩემი შემოსავლებით შეძენილი. წლების განმავლობაში ვიყავი მილანის ფეხბურთელი, მაღალანაზღაურებადი, არ დაგიმალავთ, 6 მილიონი მქონდა ხელფასი, ანუ რაღაცეები შემეძლო გამეკეთებინა, ვიყიდე და გავასხვისე. მეორე რომელ ნაკვეთზე საუბრობთ ეს არ ვიცი", - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იმ ადგილას სამსართულიანის მაგივრად 8-სართულიანი კორპუსი შენდება, კალაძემ უპასუხა, რომ პროექტი და კოეფიციენტების შესყიდვა „არქი ჯგუფმა“ გააკეთა.
„მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. კანონის დარღვევა არ ყოფილა არცერთ გადადგმულ ნაბიჯზე. ნებართვა მე არ მომითხოვია, მინდობილობა ჰქონდა მიცემული „არქი ჯგუფს“ და მათ გააკეთეს პროექტიც და კოეფიციენტების შესყიდვაც", - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატზე, ელენე ხოშტარიაზე დასმულ კითხვაზე კალაძემ განაცხადა, რომ მის ბრალდებებს არ უპასუხებს, რადგან მისი მეუღლე თავად ფლობს სამშენებლო კომპანიას.
„ელენე ხოშტარიას როგორც ვუპასუხო, მისი მეუღლე არის "m კვადრატის" დირექტორი, თუ რაღაცა და როგორ შეიძლება ვუპასუხო ელენე ხოშტარიას, რომელსაც რეიტინგი აქვს ნულზე ქვემოთ. მე მგონი არასწორია. სამშენებლო მაქინაციებში დადანაშაულებას რაც შეეხება, მე მადანაშაულებს თუ მის მეუღლეს, გაერკვეს კარგად", - განაცხადა კალაძემ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


