უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 მარტი, 2025 09:45
font-size

ორი ფონდი აკრძალა ტრამპმა, ერთ-ერთის ხელმძღვანელი მე პირადად მესაუბრებოდა და მიიღო უარი მოთხოვნებზე, რაც უკავშირდებოდა ომს, მე ვუთხარი, რომ ვერ გადავდგამდით ამ ნაბიჯს, რადგან ეს ნიშნავდა საქართველოს განადგურებას, სრული კონკრეტიკა იყო ომში ჩართვასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის „გლობალური ომის პარტია“, ჩვენ ვსაუბრობდით გლობალურ ომის პარტიაზე ამერიკის შეერთებული შტატებისგან განცალკევებით და რეალურად, ვსაუბრობდით არსებითად იმაზე, რასაც დღეს Deep State-ს უწოდებს ტრამპის ადმინისტრაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იმ ძალას, რასაც მმართველი გუნდი გლობალური ომის პარტიას უწოდებდა, თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება მოიხსენიებს Deep State-ის სახელით.

‘’„გლობალური ომის პარტია“ არის ის ძალა, რომელიც Deep State-ს მართავს რეალურად ამერიკის შეერთებულ შტატებში და არა მარტო აშშ-ში, Deep State-ი ასევე არის ჩაბუდებული ევროკავშირის სტრუქტურებში. ჩვენთვის „გლობალური ომის პარტია“ არის ის, რაც Deep State-ს მართავს ამერიკის შეერთებულ შტატებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ კონკრეტული პირების დასახელებისგან ხელისუფლება შეგნებულად იკავებს თავს, ვინაიდან სიფრთხილეს იჩენს, თუმცა „გლობალურ ომის პარტიაში“ კონკრეტულ ძალებს, კონკრეტულ სახელებს და გვარებს მოიაზრებს.

„ამაზე ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, თუმცა იმისათვის, რომ ზედმეტი უხერხულობები დამატებით არ შევუქმნათ ჩვენს ქვეყანას, თავს ვიკავებთ ამაზე საუბრისგან. მეტიც, ჩვენ თავს ვიკავებთ იმაზე საუბრისგან, თუ რას გვეუბნებოდნენ Deep State-ის, „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლები დახურულ კარს მიღმა, როგორ ითხოვდნენ ჩვენგან მეორე ფრონტის გახსნა, სანქციებზე მიერთებას, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, მეორე და მესამე დღეს რა ხდებოდა მას შემდეგ, რაც უარი მიიღეს მოთხოვნაზე ომში ჩართვასთან დაკავშირებით. ასევე გავიხსენე შეხვედრა ერთ-ერთი ფონდის წარმომადგენელთან, ეს არის ახლა უკვე ტრამპის მიერ დახურული ფონდი, რომელმაც მითხრა, რომ ის ადამიანი, რომელიც მოდიოდა, საუბრობდა არა თავისი სახელით, არამედ ყველას სახელით. ის ადამიანიც მოვიდა, როგორც Deep State-ის წარმომადგენელი და გვითხრა ასეთი რამ, რომ ჩვენ უნდა გვემოქმედა ამ ადამიანის მითითებების შესაბამისად. ორი ფონდი აკრძალა ტრამპმა, ერთ-ერთის მაღალჩინოსანი, ხელმძღვანელი იყო, რომელიც მე შემხვდა. მეტ კონკრეტიკაში აღარ შევალ, მაგრამ ამ ორიდან ერთ-ერთი ფონდის ხელმძღვანელი იყო, რომელიც მე პირადად მესაუბრებოდა და როცა მიიღო უარი ამ მოთხოვნებზე, რაც უკავშირდებოდა ომს, სანქციები და ა.შ მაინც მეორადი მოთხოვნები იყო, რადგან პირველ რიგში, საუბარი იყო ომზე, მე ვუთხარი, რომ ვერ გადავდგამდით ამ ნაბიჯს, რადგან ეს ნიშნავდა საქართველოს განადგურებას. ორი შეხვედრა შედგა, რომელიც უკავშირდებოდა ომში ჩართვას, ერთ-ერთს მე ვესწრებოდი, ერთი იყო თებერვლის დასაწყისში, მეორე იყო თებერვლის ბოლო რიცხვებში, ომის დაწყების შემდეგ. პირველი იყო ომის დაწყებამდე, თებერვლის პირველ ნახევარში და მეორე იყო ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში. საუბარი იყო, რომ როცა ომი დაიწყება, ველით თქვენგან ქმედებებს. დაკონკრეტებულიც იყო ეს ქმედებები. ჩვენმა საპატიო თავმჯდომარემ გაიხსენა, მათ შორის, ერთ-ერთი შეხვედრის კონკრეტული შინაარსი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ოკუპაციის შემდეგაც უნდა გაგვეგრძელებინა ბრძოლა - 3 700 000 ხართ, ყველას ვერ დაგხოცავენ, უნდა გახვიდეთ ტყეებში და დაიწყოთ პარტიზანული ომი - ამ დონეზე იყო საუბარი. სრული კონკრეტიკა იყო ომში ჩართვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი