სამართალი
ორ ცდაზე გამოცდების ჩაუბარებლობის შემთხვევაში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სამსახურიდან დაითხოვენ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიროგი მღებრიშვილი, საპატრულო პოლიციის კურატორობას შეითავსებს.
როგორც მღებრიშვილმა დედაქალაქისა და რეგიონების საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებთან თათბირზე განაცხადა, საპატრულო პოლიციის განვითარება არის მისი პრიორიტეტი.
„საპატრულო პოლიციის განვითარება და ამ დანაყოფში ჩასატარებელი რეფორმები არის ჩემი პრიორიტეტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ მოამზადა გადამზადების კურსი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საპატრულო პოლიციის ყველა თანამშრომელი, განსაკუთრებით ისინი, ვინც ხაზზე მუშაობენ. ისინი, ვინც ვერ შეძლებენ გამოცდის ჩაბარებას ორ ცდაზე, ბოდიშის მოხდით და მადლობის გადახდით, დავემშვიდობებით. მათ ჩაანაცვლებენ კადრები, რომლებიც არიან ახალაგზრდები, რომლებიც არიან მოტივირებულები, რომლებიც არიან ნასწავლი“,-აღნიშნა მინისტრმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


