უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 ოქტომბერი, 2018 10:25
font-size

ოქუაშვილი ამბობს, თითქოს ვიღაცას ფულს უხდიდა, ის ფული საკმარისზე მეტი იყო, ამ გრაფიკით მისი ვალი შეემცირებინა -ივანე მაჭავარიანი

ოქუაშვილი ამბობს, თითქოს ვიღაცას ფულს უხდიდა, ის ფული საკმარისზე მეტი იყო, რათა გრაფიკი ჰქონოდა და ამ გრაფიკით მისი ვალი შემცირდებოდა, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „იმედის კვირის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას.

მისი განცხადებით, სერიოზული მტკიცებულებები არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული ჩანაწერების სერია დამონტაჟებული და დადგმულია.

„ჯერ ითქვა, თითქოს, ხელისუფლებას ტელეკომპანია „იბერიას“ წართმევა უნდოდა. შემდეგ ითქვა, თითქოს, ოქუაშვილი ფულს იხდიდა, რათა ბიზნესი არ წაერთმიათ. შემდეგ ფულს იხდიდა იმისთვის, რომ ბიზნესი დაებრუნებინათ. სიუჟეტის ბოლო განვითარებაა, რომ ფულს იხდიდნენ იმაში, რომ მომხდარიყო გადავადება. ამ ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ოქუაშვილი ფულს იხდიდა 2016 წლის აპრილში. ამ დროს „ომეგას“ დავალიანება იყო 6-8 მლნ ლარის ფარგლებში. ის, რაშიც ქრთამის სახით იხდიდა ოქუაშვილი, იმის გრაფიკი რომ შემოეთავაზებინა სახელმწიფოსთვის, აბსოლუტურად უპრობლემოდ გააგრძელებდა კომპანია მუშაობას. სწორედ ამ პერიოდში ორი გრაფიკი დაარღვია კომპანიამ, რომელიც თავისი ოდენობით უფრო მცირე იყო, ვიდრე ის ოთხი მილიონი, რასაც ამბობენ, რომ ქრთამის სახით ვიხდიდითო. შესაბამისად, აბსურდია იმის თქმა, რომ ვინმე გადავადებაში ფულს იხდიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ოქუაშვილი ჩემთვის გაუგებრად ლაპარაკობს და მიჭირს აზრის გამოტანა მისი საუბრიდან, მგონია, მას იმდენი ჭკუა აქვს, რომ არ გადაეხადა ფული გადავადებაში. ქრთამის გადახდით ეს ვალი არ მცირდებოდა. მას მაინც მოუწვდა, როგორც ახლა უწევს 52 მილიონი ლარის გადახდა. შესაბამისად, აზრს მოკლებულია მტკიცება, რომ მას ვიღაცასთან ჰქონდა გარიგება“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია და ეს ყველასთვის ცნობილია.

„მარტივი მიზეზით არ ხდება იმის დაჯერება, რომ ხელისუფლებას ტელევიზიის ან ბიზნესის წართმევა უნდოდა. ჩვენი ქვეყანა პატარაა. ეს გვიქმნის პრობლემებს როგორც ეკონომიკაში, ისე უსაფრთხოების კუთხით, თუმცა ამას აქვს ერთი პლუსი – ჩვენთან არაფორმალური კომუნიკაციის არხები საკმაოდ მძლავრია და პრაქტიკულად, ყველამ ყველაფერი იცის. რაც არ უნდა ამტკიცებდნენ მედიასაშუალებები, თუ მართლა არ ხდება, ძალიან მალე ხდება ეს ამბავი ცხადი. გახსოვთ, რომ წინა ხელისუფლების დროს პრაქტიკულად, მედია დუმდა, მაგრამ მაინც ყველამ ყველაფერი იცოდა, რომ ბიზნესს ატერორებდნენ და ართმევდნენ. ახლა, მთელი მედია რომ ამბობდეს, რომ ბიზნესს ატერორებენ, ბიზნესმენებმა, საზოგადოებამ ხომ იცის, რომ ასეთი მეგობრული გარემო, ასეთი დაცული საკუთრების უფლება არასდროს ყოფილა თავისუფალი საქართველოს პირობებში. შესაბამისად, ასეთი შემთხვევაა მედიაში – ჟურნალისტებმაც ხომ იციან, რომ დღეს მათ არავინ ავიწროებს და ატერორებს, ამიტომაც ეს ვერსიები თავისთავად აღარ არის აქტუალური მათთვის“, – ივანე მაჭავარიანმა.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი