სამართალი
ოქრომჭედელმა თქვა, რომ ნატრიუმის ციანიდს ოქრომჭედლობაში არ იყენებს - ადვოკატი
ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდების მოწმეების დაკითხვა გრძელდება.
დღეს სასამართლომ ოქრომჭედლებსა და შორენა თეთრუაშვილის პირად ექიმს მოუსმინა.
როგორც საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა ოქრომჭდლებისა და ექიმის დაკითხვის შემდეგ მედიას განუცხადა, გამოკითხულმა ოქრომჭედელმა თქვა, რომ ნატრიუმის ციანიდს საქმიანობაში არ იყენებს, ამასთან, მისთვის უცნობია, იყენებენ თუ არა ნატრიუმის ციანიდს სხვა ორომჭედლები.
„ამ ოქრომჭედლებმა დაადასტურეს, რომ მათ არ აქვთ ძალიან ვიწრო შეხება საპატრიარქოში არსებულ საოქრომჭედლო სახელოსნოსთან.
მათი თქმით, მათ აქვთ ძალიან ვიწრო პროფილის საოქრომჭედლობასთან საქმე და მათ უშუალო შემხებლობა ციანიდთან, როგორც ნივთიერებასთან, არ ქონიათ. თვითონ ეს ოქრომჭედელი, რომელიც ჩვენ დავკითხეთ, უშუალოდ არ გამოიყენებს, რადგან მას აქვს ძალიან ვიწრო შეხება ორქრომჭედლობასთან. ასევე, მან არ იცის სხვა ოქრომჭედლები იყენებენ თუ არა.
უნდა აღინიშნოს, რომ ნატრიუმის ციანიდი აქტიურად შეიძლება გამოიყენებოდეს ოქრომჭედლობაში, ამაზე გვესაუბრნენ პროფესორ -მასწავლებლები, რომლებიც ჩვენ დავკითხეთ წინასასამართლო სხდომებზე“,-აღნიშნა ადვოკატმა.
რაც შეეხება პატრიარქის მდივან-რეფერენტის ექიმის ჩვენებას, მისი თქმით, მას მალამოების დამზადებისთვის გველის შხამი არ სჭირდება.
„ექიმმა დაადასტურა ის, რომ თვითონ, უშუალოდ მისი მალამოების წარმოებას გველის შხამი არ ჭირდება, თუმცა გველის შხამი გამოიყენება სხვა მალამოების წარმოებაში და ეს დაადასტურა სხვა ექიმმა, რომელიც ჩვენ დავკითხეთ წინასასამართლო სხდომაზე. გველის შხამის მოპოვება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ის იყიდება აფთიაქებში სხვა მედიაკამენტებთან კომბინაციაში“, - აღნიშნა ადვოკატმა.
დღეს, პროკურატურის 20 მოწმე დაიკითხება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


