პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიებთან ერთად მრგვალი მაგიდა გაიმართება და ჩამოვყალიბდებით ვინ ვისთან და როგორ ითანამშრომლებს- ზურა ხარატიშვილი
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ევროპელი დემოკრატებისა და „სამოქალაქო ალიანსი- საქართველოს“ ლიდერებს შეხვდა.
პარტიების ლიდერები კონსულტაციების გამართვის საჭიროებას გაუსვეს ხაზი.
„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერის, პაატა დავითაიას განცხადებით, ქვეყანაში მძიმე რეალობაა შექმნილი, ამიტომ იგი მზად არის კონსულტაციებისთვის ახალი სისტემის ჩამოსაყალიბებლად.
„ისეთი ბირთვის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც არ გაემიჯნება არავის, არ მიიღებს არანაირ თანხებს და არანაირ გარიგებაზე არ წავა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა, რომელიც არის პარლამენტში მათზე იყოს განხორციელებული გარკვეული ზეწოლები“,-აღნიშნა დავითაიამ.
„სამოქალაქო ალიანსი- საქართველოს“ ლიდერის ზურა ხარატიშვილის განცხადებით კი, უახლოეს დღეებში მრგვალი მაგიდა გაიმართება, რომელშიც ყველა მონაწილე საარჩევნო სუბიექტი მიიღებს მონაწილეობას და გააკეთებს ერთობლივ შეფასებას.
„ამის შემდეგომ, ალბათ შემდგომ პოლიტიკურ ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდებით, თუ ვინ ვისთან და როგორ ითანამშრომლებს“,-განაცხადა ხარატიშვილმა.
შალვა ნათელაშვილის განცხადებით, თუ არ მოხდა სრული წინააღმდეგობის ფრონტის ორგანიზება, ივანიშვილის რეჟიმი არის მრავლწლიანი.
„ჩვენთვის მისაღებია აქციები, მასობრივი სახალხო მოძრაობა, პროტესტები,საერთაშორისო ღონისძიებები, რომელიც აჩვენებს ამ რეჟიმის ნამდვილ სახეს“,-განაცხადა ნათელაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


